Facebook-ს ონლაინ გაცნობის ფუნქცია დაემატება

2017-09-09 17:09:51

სოციალურ ქსელ Facebok-ს შესაძლოა ონლაინ გაცნობის ფუნქცია დაემატოს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. ახალი ფუნქციის საშუალებით, მომხმარებელი Facebook-ის მეგობრებიდან იმ ადამიანს შეარჩევს, რომელთან შეხვედრასაც ისურვებდა, იმ შემთხვევაში თუ ორივე პირის სურვილი ერთმანეთს დაემთხვევა, მაშინ  Facebook-ი მათ "მესენჯერის" პირად შეტყობინებაში გადაიყვანს.

ამ დროისთვის Facebook-ის ადმინისტრაციას ახალი ფუნქცია ზოგიერთ ქვეყანაში ტესტირების რეჟიმში აქვს ჩართული. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის ახალი ფუნქცია ძალიან ჰგავს გაცნობის აპლიკაცია Tinder-ს.