საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
"დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი არის ერთი და ეს არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა მათ მიმართ. ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს გაუმკლავდეს ამ აგრესიას, საქართველოს მის გვერდითაა. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობის მოყვარე დემოკრატიული ქვეყნისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა, ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობასა და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებსა და მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას შეეწირნენ. უნდა შევუერთდე გაეროს გენ მდივნისა და სხვა ლიდერების მოწოდებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, ოპოზიციასა და მთავრობას, დღეს როგორც არასდროს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება, ძალა ერთობაშია. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერონობის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით, მშვიდობის მხარეს. მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა და ვაპირებ ხელი მოვაწერო",- განაცხადა ზურაბიშვილმა.