რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები

2022-02-23 20:40:33

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში , ამ დროის მონაცემებით, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის 2 კანდიდატია დარეგისტრირებული.

რუსთავის მაჟორიტარობისთვის შუალედურ არჩევნებში იბრძოლებს "საქართველოს ერთობისა და განვითარების" პარტიიდან კამალ მურადხანოვი და პარტიიდან "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის" მამუკა ტუსკაძე. 

კანდიდატებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანის ვადა 3 მარტამდე აქვთ.