როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა

2022-02-23 14:58:56

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5-ვე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

4 დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, 19-21 წლის ახალგაზრდებს შორის ორი უკვე ბინაზე გაეწერა, ორი კი კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, მათ თავის ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 1 პირი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდას ტვინის შერყევა და კოჭის მსუბუქი ტრავმა აქვს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

შეგახსენებთ, გუშინ, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის დროს დაშავდა 5 ადამიანი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები