ამერიკა რუსეთს სანქციებს უწესებს

2022-02-22 23:50:17

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს უწესებს.

ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.

ბაიდენის თქმით, პუტინი თავს დაესხა უკრაინის არსებობის უფლებას.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სანქციებს უწესებენ ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას VEB-სა და სამხედრო ბანკს.

ასევე სანქციას უწესებენ სუვერენულ ვალზე, რაც ბაიდენის თქმით, რუსეთს მოწყვეტეს დასავლური ფინანსებიდან. ვეღარ შეძლებენ დასავლეთისგან ფულის მოზიდვას და ევროპისა და ამერიკის ბაზარზე ვაჭრობას.

სანქციები უწესდებათ რუსეთის ელიტის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს, რადგან, როგორც ბაიდენი ამბობს, ისინი კრემლის კორუფციულ პოლიტიკას იზიარებ და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილიც.

მიმდინარეობს გერმანიასთან ერთად მუშაობა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ აღარ წავიდეს.

ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთი განაგრძობს აგრესიას, გაიზრდება სანქციებიც.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკსდა სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები