რუსთავში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთი აფეთქდა [video]

2022-02-22 22:35:08

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის"ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე ხეს შეეჯახა, აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ავტომობილში მოთავსებული გაზის ბალონის გამო მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან მგზავრები თვითმხილველებმა გადმოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.




 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები