რუსთავის კოვიდკლინიკებში 4 პაციენტი გარდაიცვალა

2022-02-22 20:10:03

რუსთავის კოვიდკლინიკებში ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

70 და 90 წლის მამაკაცები გარდაიცვალა კლინიკა "რუსთავში".

80 წლის ქალი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, პაციენტს თანმხლები პათოლოგიები აღენიშნებოდა.

80 წლის კაცი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში.