მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2022-02-22 00:44:01

22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე  თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 22 თებერვალი +17°C, 23 თებერვალი +18°C, 24 თებერვალი +20°C, 25 თებერვალი +19°C.