ხანძარი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთებს და დაგროვილ ნარჩენებს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი.
ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.