კახეთში, "ამბასადორი კაჭრეთში" გამთენიისას ევაკუაცია გამოცხადდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, განგაშის სიგნალი სასტუმროში ხანძრის გამო ჩაირთო.
დამსვენებლების განცხადებით, "ამბასადორი კაჭრეთში" ცეცხლი 0 სართულზე, ელექტროსადენებს გაუჩნდა და ზედა სართულებზეც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
სასტუმროში განგაშის სიგნალი დაახლოებით 05:30 საათზე ჩაირთო და ვიზიტორების ნაწილმა შენობა დატოვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
სტუმრებმა ნომრებში შესვლა მას შემდეგ შეძლეს, რაც ცეცხლის ლოკალიზება მოხდა.