რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქმარსა და ცოლს შორის კამათი XVII მიკრორაიონში, ერთერთ ქუჩაზე დაიწყო. კამათი მალევე ხმამაღალ საუბარში გადაიზარდა რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მამაკაცმა ცოლს სახის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა, მოგვიანებით ჩხუბი უკვე სახლში გაგრძელდა. ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლოციის რამდენიმე ეკიპაჟი.
30 წლამდე ქალი ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო 35 წლამდე მამაკაცი პოლიციამ დააკავა.