საქართველოს მასშტაბით 2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით უგზო-უკვლოდ 97 პირი დაიკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში 58 პირის პოვნა მოხერხდა, 39 ადამიანის მიმართ დაწყებული სამძებრო მოქმედებები კი გრძელდება.
2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით საქართველოში 1264 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი იპოვეს, 131 შემთხვევაში კი იპოვეს– გაუჩინარებულთა გვამი. დანარჩენ შემთხვევაში ძებნა გრძელდება.