იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს

2022-02-19 00:47:54

19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში  დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 19 თებერვალი +17°C, 20 თებერვალი +17°C, 21 თებერვალი +16°C, 22 თებერვალი +18°C.