რუსთავში 54 ცალი ნერგი მოიპარეს

2022-02-18 16:30:41

რუსთავში, გასული ერთი წლის განმავლობაში, 54 ცალი ფიჭვის ხის ნერგი მოიპარეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფიჭვის ხეები, რომელიც წინა წლის გაზაფხულზე გზის შუაგამყოფ ზოლებზე და ტროტუარების გასწვრივ დაირგო, ქუთაისისა და ტაშკენტის ქუჩებიდანაა წაღებული.

"რუსთავსერვის ცენტრი" მოპარული ნერგების ადგილას ახალ ხე-მცენარეებს რგავს.

გუშინ გამწვანების აქცია მოეწყო ტაშკენტის ქუჩაზე. ტერიტორიაზე 40-მდე ფიჭვის ხის ნერგი დარგეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები