რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-02-17 23:30:18

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკრასოვის, ტოლსტოის, გრანელის, სამშვილიდის, ბერიტაშვილი, გ. ჯავახიშვილის, მცხეთის, გოგოლის, ბარნოვის, ჩეხოვის, კახეთის, სამგორის, ჭყონდიდელის, მშვიდობის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტს რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.