რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკში დასახლებული პუნტქტი დაბომბეს

2022-02-17 14:15:08

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტი დაბომბეს.

ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაბომბვის დროს ორი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა საბავშვო ბაღი.

რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, სტანიცა ლუგანსკაიაში. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრესცენტრის ინფორმაციითვე, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კომუნალური ინფრასტრუქტურა, კერძოდ დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პრესცენტრის განცხადებით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა ოპერატიულად მოახდინეს დასახლებულ პუნქტში მცხოვრებთა ევაკუაცია.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები