რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-02-15 21:06:07

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე თითო-თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: მე-20, მე-17, 21-ე, მე-11, მე-8, მე-7 და მიმდებარე მიკრორაიონებში, შარტავას, მესხიშვილის, კიროვაკანის, სტამბოლის ბაზრის, ლეონიძის, ტაშკენტის, ერისთავის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.