"ბინიდან კვამლი გამოდიოდა"

2022-02-15 18:03:59

რუსთავში შარტავას გამზირზე ერთ-ერთ კორპუსთან სახანძრო-სამაშველოს, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

როგორც ამ კორპუსის მცხოვრებლებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მე-4 სართულზე ერთ-ერთი ბინიდან კვამლი გამოდიოდა. რის გამოც სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

"ბინიდან კვამლი გამოდიოდა. კვამლი სადარბაზოშიც იდგა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.