რუსთავის საკრებულოში ბიუჯეტის ცვლილებას სამივე პარტია დაეთანხმა

2022-02-14 17:50:21

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს მე-4 სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას კენჭი სამივე პარტიამ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", "გახარია საქართველოსთვისა" და "ქართულმა ოცნებამ" უყარა.

ქალაქის მერიიდან წარმომადგენლობით ორგანოში ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა გააცნო.

ამ წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 92 789 900 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 მილიონ 312 ათასი ლარი გამოიყო გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციისთვის, 1 446 000 ათასი ლარი - ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციისთვის, 1 133 000 ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, ბაგა-ბაღების რებილიტაციისთვის ჯამში 2 258 000 ლარი, სტიქიის შედეგად დაზიანებული ბინების სახურავებისთვის - 100 000 ლარი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამაში გარე პერიმეტრზე წყლისა და კანალიზაციის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის - 200 000 ლარი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები