მიწისძვრის შედეგი რუსთავში

2022-02-14 00:34:09

რუსთავში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ბინის კედელი დაიბზარა.

მოსახლეობის ნაწილი "ინფო რუსთავს" ფოტოებს უგზავნის და აცხადებენ რომ მათ საცხოვრებელ ბინებში ბზარები გაჩნდა.

სააგენტოს ფოტოები გამოუგზავნეს ერთერთი სამედიცინო დაწესებულებიდანაც, სადაც პაციენტები არიან განთავსებულები.

"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს.

შეგახსენებთ რომ 22:25 საათზე ქალაქში ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა. ეპიცენტრი კი რუსთავიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ სამებასთან. მიწისძვრის სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდას შეადგენდა.