მოყვა თუ არა ნგრევა 6.2 ბალიან მიწისძვრას

2022-02-13 23:46:14

პირველადი ინფორმაციით, სოფელ სამებაში 6,2 ბალის მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მიქელაძემ განუცხადა.

"პირველადი ინფორმაციით, მადლობა ღმერთს, არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. თვითონ სოფელ სამებაშიც ვესაუბრე და ყველა კარგადაა. ხვალ დილით გვეცოდინება უფრო დეტალურად",- განაცხადა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე დაფიქსირდა. ძლიერი რყევები იგრძნობოდა რუსთავშიც და მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები