ქვეყნები ევროპაში, რომლებიც კოვიდშეზღუდვებს აუქმებენ

2022-02-12 13:53:27

ევროპაში რამდენიმე ქვეყანა კოვიდრეგულაციებს აუქმებს.

პარალელურად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ქვეყნებს აფრთხილებს, რომ რეგულაციების გაუქმება ნაადრევია.

ამ ქვეყნების სიაში შედის შვედეთი, ნორვეგია, დანია, ჩეხეთი, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

შვედეთში უკვე გაუქმებულია, სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება, მწვანე პასპორტების ქონა და სხვადასხვა დაწესებულებაში ხალხის შეკრების ლიმიტირებული რაოდენობის აუცილებლობა.

ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის კონტროლის ქვეშაა და  მოსახლეობის 73% კოვიდვაქცინითაა აცრილი.

მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების ზრდისა, ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა დანიამ. მთავრობის განცხადებით კოვიდ19 სოციალურად კრიტიკული დაავადებების კატეგორიაში აღარაა. დანიის მოსახლეობის 80% ვაქცინირებულია.

რეგულაციების დიდი ნაწილი გაუქმდა ნორვეგიაშიც, თუმცა 1 მეტრიანი დისტანციის დაცვის რეკომენდაცია დარჩა.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინფიცირდება, დაბალია ჰოსპიტალიზაციის რიცხვი. ვაქცინას აქვს კარგი დაცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია შეზღუდვების ძირითადი ნაწილი მოვხსნათ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირება სწრაფი ტემპით იზრდება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თებერვლის ბოლომდე მოიხსნება კოვიდინფიცირებულთათვის იზოლაციის ვალდებულება დიდ ბრიტანეთში. მოხსნილია ნიღბების ტარების ვალდებულებაც.

ნიღბების ტარების ვალდებულება მოიხსნა იტალიასა, საფრანგეთში.

რეგულაციების დიდი ნაწილი გაუქმდა ჩეხეთშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრიუსის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო გაზრდილია სიკვდილიანობა.

"მეტი გადამდებობა მეტ სიკვდილს ნიშნავს. ჩვენ არ მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომ სრული კარანტინი გამოაცხადონ, თუმცა ვაქცინის გარდა გამოიყენონ ყველა ხერხი, რომ დაიცვან საკუთარი ხალხი. ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია ვირუსის წინააღმდეგ დანებება და თავის გამარჯვებულად გამოცხადება",- განაცხადა გებრიუსმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები