რუსთავის საკალათბურთო გუნდმა "რუსთავი", ბათუმის "ბათუმი" ანგარიშით 79:64 დაამარცხა.
შეხევდრა რუსთავის საკალათბურთო სპრტკომპლექსში გაიმართა.
ანატოლი ბოისას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა – 23:16 და არცერთ მეოთხედში არ დაუთმიათ.
რუსთაველების მხრიდან მთელი თამაშის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულის, 23-ის, მოპოვება კალათბურთელმა კრისტიან კილინგმა შეძლო. ხოლო მოწინააღმდეგეთა გუნდიდან 20 ქულა დააგროვა დი ანჯელო სტიუარტმა.
რუსთავის საკალათბურთო გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შემდეგ შეხვედრას 4 მარტს გამართავს და თსუ-თან ითამაშებს.