რუსთავის ორ სკოლას ახალი სამედიცინო აღჭურვილობა ექნება

2022-02-12 10:16:34

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რუსთავის მე-14 და 28-ე საჯარო სკოლებისთვის ახალ სამედიცინო აღჭურვილობის კომპლექტს ყიდულობს.

უწყება ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო აღჭურვილობებს 793 სკოლისთვის შეიძენს.

სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტორნული ტენდერის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ იგეგმება: პაციენტის გასასინჯი ტახტების, სამანიპულაციო მაგიდების, ინსტრუმენტების კარადების, საკაცეების, სტატესკოპების, თერმომეტრების, მაკრატლების, პინცეტების, დინამომეტრების, სპიგმანომეტრების, სასწორების, ინჰალატორების, რეზინის სათბურების, ყინულის ბუშტების, მოტეხილობების ფიქსატორებისა და სიმაღლის საზომების შეძენა.

უწყებამ სკოლების ახალი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებისთვის 3 000 000 ლარი გამოყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები