რამდენი წარჩინებული რუსთაველი მოსწავლე ელოდება ლეპტოპის მიღებას

2022-02-13 10:34:00

რუსთავის სკოლებში წარჩინებული სწავლისთვის განათლების სამინისტროსგან კომპიუტერს 279 მოსწავლე ელოდება.

საუბარია მოსწავლეებზე, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დადგენილ ვადებში წლიური შეფასება აიმაღლეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

ასეთი მოსწავლე რუსთავში 2020 წელს 111 იყო, თუმცა მათ ლეპტოპები კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამო ვერ მიიღეს. კუთვნილ კომპიუტერს ელოდება 2021 წლის 168 წარჩინებული მოსწავლეც.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეები ლეპტოპებს ამ წლის განმავლობაში მიიღებენ. უწყებას უკვე შეძენილი აქვს 9000 ერთეული კომპიუტერი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს დაურიგდებათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები