საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი ჩომახაშვილმა არაფორმალური განათლებისა და მედიაგანვითარების ცენტრის "ჰერალდის" ოფისში მარნეულელ და რუსთაველ ახალგაზრდებს ლექცია ჩაუტარა.
შეხვედრაზე, რომელიც პროექტ "მედიაწიგნიერების" ფარგლებში შედგა, ძირითადი სასაუბრო თემა ონლაინ მედია, მისი განვითარება, მნიშვნელობა და გამოწვევები იყო. სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს, როგორი სპეციფიკით მუშაობს ონლაინ მედია და რა უპირატესობები აქვს მას ტრადიციულ მედიასთან შედარებით.
ლექციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და მოესმინათ პასუხებიც.