"უცნაური" ავარია რუსთავში [video]

2022-02-10 00:38:52

"უცნაური" ავარია რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კახეთიდან რუსთავში მანქანის შესაძენად ახალგაზრდა ჩამოვიდა და თან მეგობარი წამოიყვანა ვისაც ავტომობილი გზაზე სიარულის დროს უნდა შეემოწმებინა. მამაკაცები ავტომობილში ჩასხდნენ და ტესტირების დაწყებიდან რამდენიმე მეტრში, კლდიაშვილისა და მარჯანიშვილის კვეთაზე, სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულ, ერთერთი უწყების ავტომობილს დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით გაირკვა რომ მამაკაცს, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა და რომელიც მეგობარმა მანქანის შესამოწმებლად წამოიყვანა, მართვის მოწმობა არ გააჩნდა.