ავარიას 5 მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2022-02-09 13:52:30

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 5-ვე მამაკაცი ადგილე გარდაიცვალა. 

დაღუპულები შუახნის პირები არიან. მათ შორის ოთხი ზესტაფონის, ერთი კი ბათუმის მკვიდრია.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი დაიწყო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები