ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

2022-02-08 22:27:14

თბილისში, ჰუალინგის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რომლის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები