ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის შემოსასვლელში

2022-02-08 19:04:53

რუსთავის შემოსასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

შემთხვევის დროს 50 წლამდე მგზავრი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმის, ზვიად დევდარიანის თქმით, დაშავეულ ქალს ქალატვინისა და მენჯის დახურული ტრავმები აღენიშნება. პაციენტს უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.