Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა ევროპაში დაიხუროს

2022-02-08 11:02:48

სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს.

ამის შესახებ დამფუძნებელმა კომპანიამ Meta განაცხადა.

მიზეზი მონაცემთა ევროპულ რეგულაცია, რომელიც უფლებას არ აძლევს Meta-ს კომპანიას, რომელიც ადრე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ყოველწლიურ ანგარიშისას, Meta-მ განაცხადა, რომ თუ ახალი ჩარჩო არ იქნა მიღებული და კომპანია ვეღარ გამოიყენებდა შეთანხმებების ამჟამინდელ მოდელს, სავარაუდოდ, კონტინენტიდან წასვლა მოუწევდა.

Meta-მ განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებლის მონაცემების დამუშავება გადამწყვეტია ბიზნესისა და რეკლამის მიზნებისთვის.

თუ ჩვენ არ შეგვიძლია მონაცემთა გადაცემა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, მათ შორის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ან თუ შეზღუდული გვაქვს მონაცემების გაზიარება ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს შორის, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენი სერვისების მიწოდების უნარზე, ჩვენს მიწოდებაზე",- ნათქვამია განცხადებაში.

"მეტას" განმარტებით, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ახალ შეთანხმებას წელს მიაღწიონ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, მათ Facebook-ისა და Instagram-ის დახურვა მოუწევთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები