რუსთავის კლინიკებში კოვიდ19-ს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა

2022-02-07 19:38:02

რუსთავის კლინიკებში ბოლო სამ დღეში კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 2 ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა კლინიკა "რუსთავში", სადაც აცხადებენ, რომ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, პაციენტს სიმსივნური დაავადება ჰქონდა.

ბოლო სამ დღეში კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში.