ეპიდვითარება რუსთავში

2022-02-07 19:35:38

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 241 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 366 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 340 პირი გამოიკვლიეს.