როგორია რუსთავში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი ბიჭის მდგომარეობა

2022-02-08 00:02:09

რუსთავში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს. მათი თქმით 19 წლის ბიჭს გაუკეთდა ოპერაცია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მე-8 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები