რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა.
თანხა ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას, საცხოვრებელ კორპუსებში შიდა წყალკანალიზაციის სისტემებისა და ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, სპორტული და საბავშვო მოედნები მშენებლობასა და აღჭურვას, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციას, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი შენობების სახურავების აღდგენას და მინიმალური სასურსათო კვების პროგრამის დაფინანსებას მოხმარდება.
რუსთავის მერიამ, ქალაქში განსახორციელებელი პროექტებისთვის, საკრებულოს, ბიუჯეტის 7 მილიონი ლარით გაზრდის მოთხოვნით უკვე მიმართა.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.