რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-02-07 00:14:17

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: მე-19, მე-18 მიკრორაიონებში, ქაშაკაშვილის, სააკაძის, კოსტავას, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.