რა ხდებოდა რუსთავი მოლში [video]

2022-02-06 23:54:17

რუსთავი მოლის მიწისქვეშა პარკინგზე საღამოს საათებში ხმაური იყო [ვიდეო/video]

თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ რამდენიმე ახალგაზრდა მძღოლი პარკინგის ტერიტორიაზე ცდილობდა დრიფტი მოეწყო.

"შეკრებილები იყვნენ ახალგაზრდები, რამდენიმე ავტომობილი სწრაფად გადაადგილდებოდა და იყო საშიშროება რომ რაიმე ინციდენტი მომხდარიყო. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მოლის დაცვის თანამშრომლები, ისინი სავარაუდოდ პატრულს დაუკავშირდნენ და დრიფტიც პოლიციის ავტომობილის გამოჩენისთანავე დასრულდა", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" ერთერთი თვითმხილველი.