რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით კირკიტაძეს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამარლე ქეთევან ლუაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მან სახელმწიფო ბრალდების მიერ დაყენებული შუამდგომლობა კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
განაჩენის გამოცხადებითვის არ მოუსმენია დავით კირკიტაძეს. მან სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა.
"ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც შეუძლია ადამიანს იპოვოს სამართალი. ნათელი დასტური ამის არის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. მე არ გავაგრძელებ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას, თქვენ რაც გინდათ ის მიიღეთ. თავისუფლება მიშას, ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან", - განაცხადა კირკიტაძემ.