რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურამ კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. საქმეს მოსამართლე ქეთევენ ლუაშვილი განიხილავს.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.