კოვიდის ახალი შემთხვევები რუსთავში

2022-02-04 19:57:17

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 265 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 341 პირი შემოწმდა.

მათ შორის 38 პირს ინფიცირება "პსრ" კვლევით დაუდასტურდა.

კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 191 პირი გამოიკვლიეს.

მათ შორის 26 პირს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.