ეპიდვითარება რუსთავში

2022-02-02 19:45:35

ბოლო 24 საათში კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 218 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 268 პირი შემოწმდა.

მათ შორის 53 პირს ინფიცირება "პსრ" კვლევით დაუდასტურდა.

კორონავირუსის  117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 387 პირი გამოიკვლიეს.

მათ შორის 20 პირს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.