რუსთავში 26 საჯარო სკოლიდან 14 დაიხურა და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, სრულად დისტანციურზე იმყოფება 1-ლი, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-9, მე-11, მე-12, მე-16, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე და 26-ე საჯარო სკოლები.
მე-8, მე-14, მე-15, მე-17 და 24-ე სკოლებში კი რამდენიმე კლასი, ძირითადად დაწყებითების, აახლებს სწავლას.