თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა [video]

2022-02-02 11:09:29

თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა. [ვიდეო/video]

ობიექტი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 23:00 საათზე გამოჩნდა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დასავლეთის პროვინციებში სტამბოლში, იზმირში, ბურსაში, ჩანაქკალესა და ბალიკესირში.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა უსაფრთხოების კამერების მიერ დაფიქსირებული მეტეორი ვარდნა, რასაც სხვადასხვა ვერსიები მოყვა.

თუმცა თურქეთის კოსმოსურმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნათება ნამდვილად მეტეორის ჩამოვარდნას უკავშირდებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები