მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2022-02-02 00:30:44

რუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, ერთერთ ბინაში მყოფი, 30 წლამდე მამაკაცი კონტაქტზე არ გამოდიოდა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.