"დიდი გადასახადი მოვიდა, ამდენს არც ველოდი"

2022-02-03 00:00:25

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი იანვრის თვეში ბუნებრივ აირზე დარიცხულ გაორმაგებულ, რიგ შემთხვევებში კი, გასამმაგებულ გადასახადს აპროტესტებს.

"ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ათობით აბონენტი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ იანვარში, წინა თვეებთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე მაღალი გადასახადი მიიღო.

"დიდი გადასახადი მოვიდა, ამდენს არც ველოდი",- აცხადებს ერთ-ერთი რუსთაველი.

მათი ნაწილი ამბობს, რომ დეკემბერში მიღებული მაღალი გადასახადის გამო, გამათბობელი მოწყობილობები დაბალ ტემპერატურაზე დააყენეს და მოლოდინი ჰქონდათ, რომ გადასახადიც შესაბამისად დაბალი მიუვიდოდათ, თუმცა პირიქით უფრო მეტის გადახდა მოუწიათ.

აღნიშნულის შესახებ აქტიურად იწერება სოცალურ ქსელშიც.

საინფორმაციო სააგენტო საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი ქოიავას თქმით, ვისაც გადასახადთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.

"ტარიფი გაზრდილი არაა. რაც მრიცხველზე ფიქსირდება ესაა მათი გადასახადი. თუკი ვინმეს რაიმეზე ეჭვი ეპარება დარეკონ ცხელ ხაზზე",- აცხადებს ქოიავა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები