კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რუსთავში 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 36,8%-ია აცრილი. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.
მათი მონაცემებით, ამ დროისთვის, რუსთავში ერთი დოზით აცრილია 37 882 ადამიანი, სრულად, ანუ ორი დოზით, 34 911, ხოლო მესამე, ანუ ბუსტერ დოზა გაიკეთა 3 960-მა აცრილმა.
ამასთან, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ინფორმაციით, ოთხჯერადადაა ვაქცინირებული 44 რუსთაველი.