თურქეთში, ქალაქ სტამბულში ქართველებს შორის დაპირისპირება მოხდა - მოკლულია 32 წლის გიორგი სიხარულიძე.
მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ზვიად ბულია თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქართველები სუფრაზე იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ხვიჩა წიფურიასა და ზვიად ბულიას შორის შელაპარაკება მოხდა, ბულიამ მას დანა მოუქნია, რომელიც გვერდით მჯდომ გიორგი სიხარულიძეს მოხვდა.
სიხარულიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. იმ დროს კი, როცა სხვები დაშავებულის დახმარებას ცდილობდნენ, ბულიამ წიფურიაც დაჭრა და მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, ის შემოვლითი გზით საქართველოში გადმოსვლას ცდილობდა. მის დაკავებას ოჯახი ადასტურებს.
რაც შეეხება დაჭრილ ხვიჩა წიფურიას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.