რუსთავსა და გარდაბნის ათ სოფელში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დაინიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს N12 სამაჟორიტარო ოლქში 2 აპრილს ჩაატარებს.
საკითხი ცესკო-ს სხდომაზე დღეს განიხილეს.
შეგახსენებთ, ნინო ლაცაბიძემ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატი გახდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მანდატი ვადაზე ადრე დატოვა .
იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის, რუსთავსა და გარდაბნის 10 თემს საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.