რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში რამდენიმე კვირაა გენიალური მომღერლის ბიუსტი აღარ დგას.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქუჩაზე მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და სთხოვეს, გაერკვიათ, რატომ აღარ დგას გონაშვილის ბიუსტი.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ბიუსტი "რუსთავსერვის ცენტრმა" აიღო, რადგან რესტავრაციას საჭიროებს, მისი დასრულების შემდეგ კი ბიუსტს სკვერში დააბრუნებენ.