რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ 2 საჯარო სკოლა დაიხურა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა მე-3 და მე-6 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.
ამ დროის მონაცემებით, კოვიდის შემთხვევების გამო დახურულია 15 საჯარო სკოლა. მათ შორისაა #1, #7, #8, #9, #14, #15, #16, #17, #20, #5, #11, #21, #22, #3 და #6 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.
მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები კი თითქმის ყველა სკოლში ფიქსირდება, სადაც წერტილოვანი შეღუდვებია დაწესებული.